logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მათი გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს
- +

9 აპრილი. 2017. 01:12



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

„ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია, მათი გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ ამ მაგალითით უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ ნებისმიერ სფეროში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალთან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner