პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია, მათი გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ ამ მაგალითიდ უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ ნებისმიერ სფეროში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალთან.