9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივიმიაგეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულადგარდაცვლილი ლიხაურელი ნინო თოიძისსაფლავი გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლები ლიხაურისღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპული გმირების სულისმოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
„9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ამავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღეა, რომელსაც თავისი გმირები ჰყავს. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ადამიანები, ვინც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის გაწირა თავი", - განაცხადა ოზურგეთისმუნიციპალიტეტის გამგებელმა.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა დატერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.