9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. მათ გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.
„ჩვენი ვალია გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თანამემამულეების ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ ჩვენს თავისუფლებას და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, რათა საქართველო იყოს ერთიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.