ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, ერთ-ერთ ეკლესიასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ვარაუდობენ, აფეთქების დროს ეკლესიასთან პატრიარქი თეოდორე მეორეც იმყოფებოდა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი თვითმკვლელი ტერორისტის დაკავების მომენტში მაშინ დაიღუპა, როდესაც ის ეკლესიის შენობაში შესვლას ცდილობდა. თვითმკვლელი იძულებული გახდა, თავი ტაძრის შესასვლელ კართან აეფეთქებინა.
ცნობილია, რომ დღეს ეგვიპტის ქალაქ ტანტეში კოპტურ ტაძარში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.