სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დაესწრნენ.
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ მოქალაქეები, 9 აპრილის მონაწილეები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და რიგი პოლიტიკური პარტიის წევრები.