logo_geo
eng_logo
კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ეგვიპტეში, რომელსაც, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
- +

9 აპრილი. 2017. 17:05



კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში.


„ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზიც.


„ალ-ჯაზრას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები ისლამისტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან. დეკემბერში კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner