კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში.
„ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზიც.
„ალ-ჯაზრას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები ისლამისტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან. დეკემბერში კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.