logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ სირიაში არსებული ქიმიური იარაღის განადგურების იდეით გამოდის
- +

9 აპრილი. 2017. 17:34


 


ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიაში არსებული ქიმიური იარაღის განადგურების აუცილებლობის შესახებ განაცხადა და მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ ბაშარ ასადის სამხედრო აეროდრომის განადგურებას.


ისრაელის პრემიერმა საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა, რომ არსებობს 2013 წლით დათარიღებული საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც სირიაში ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის ამოღებას ითვალისწინებს. „მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჯერ ეს არ ხდება", - აღნიშნა მან.


შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს შტატებმა „ტომაჰავკის"ტიპის 59 ერთეული რაკეტა გაუშვა ბაშარ ასადის ჯარების მიერ კონტროლირებადი სამხედრო აეროდრომის მიმართულებით. გავრცელებული ცნობით, სირიის ტერიტორიაზე 4 აპრილს განხორციელებული ქიმიური თავდასხმის მონაწილე სამხედრო თვითმფრინავები სწორედ ამ აეროდრომიდან გავიდნენ საბრძოლო დავალებაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner