logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

9 აპრილი. 2017. 18:39



ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო" ეგვიპტის ორ ქალაქში, ალექსანდრიასა და ტანტეში კოპტურ ეკლესიებში დღეს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო.


ბოლო ინფორმაციით, ალექსანდრიაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ კოპტური ეკლესიის შესასვლელთან მოწყობილ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა.


ეგვიპტის კიდევ ერთ ქალაქ ტანტეში, ასევე, კოპტურ ეკლესიაში მომხდარ ტერაქტს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 70 დაშავდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner