სააგენტო „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, პეტერბურგში მეტროს სადგური „Площадь восстания" დაკეტეს. მიზეზი სადგურზე ნაპოვნი საეჭვო საგანი გახდა.
„ადგილობრივი დროით, 16:45 საათზე სადგურ „Площадь восстания"-ს ბაქანზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. სადგური და სხვა სადგურზე გადასასვლელი დაიკეტა", - განაცხადეს მეტროპოლიტენში.
პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.