logo_geo
eng_logo
პეტერბურგის მეტროს სადგური საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო დაკეტეს
- +

9 აპრილი. 2017. 19:20



სააგენტო „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, პეტერბურგში მეტროს სადგური „Площадь восстания" დაკეტეს. მიზეზი სადგურზე ნაპოვნი საეჭვო საგანი გახდა.

 

„ადგილობრივი დროით, 16:45 საათზე სადგურ „Площадь восстания"-ს ბაქანზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. სადგური და სხვა სადგურზე გადასასვლელი დაიკეტა", - განაცხადეს მეტროპოლიტენში.


პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner