logo_geo
eng_logo
თურქეთში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა
- +

1 აპრილი. 2016. 10:26



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის პროვინცია დიარბაქირში გუშინ მომხდარ აფეთქებას, რომელსაც, ბოლო ინფორმაციით, 7 ადამიანი ემსხვერპლა და 27 დაიჭრა, ტერაქტი უწოდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა ვაშინგტონში გააკეთა, სადაც ის ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება.


ტერორი კვლავ გვიჩვენებს თავის მახინჯ სახეს. ჩვენი უსაფრთხოების ძალების გადამწყვეტი ბრძოლა, უფლის დახმარებით, ამას ბოლოს მოუღებს. ის "ბოევიკები", რომლებიც აფეთქების უკან დგანან, "კუთხეში არიან მიმწყვდეულები", - განაცხადა ერდოღანმა.


დიარბაქირში აფეთქება ავტოსადგურთან მოხდა, როდესაც იქ პოლიციელებმა გაიარეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner