logo_geo
eng_logo
მოგადიშოში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა
- +

9 აპრილი. 2017. 19:24



სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, სამხედრო ბაზასთან მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, რომლის სამიზნეც ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.


აფეთქების შედეგად მიკროავტობუსი განადგურდა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. მასში მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.


მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „აშ-შაბაშმა" აიღო, რომელიც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს სომალის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და გაეროს ჰუმანიტარულ ქმედებებს ეწინააღმდეგება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner