დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა წუხელ, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა, რომ სოხუმის დაცემის დღის შემდეგ 9 აპრილის ღამე ყველაზე მძიმე იყო. მისივე თქმით, ის პირადად შეესწრო იმ სისასტიკეს, რაც 9 აპრილის ღამეს განხორციელდა.
„სოხუმის დაცემის ღამეს თუ არ ჩავთვლით, ეს ყველაზე მძიმე ღამე იყო. კინო „რუსთაველის" წინ ვიდექით და ჩვენიდან დაიწყო დარბევა. დილამდე არ ვიცოდით მსხვერპლზე. ჩვენ დავიძარით უნივერსიტეტისკენ. მერაბ კოსტავასგან გავიგე მსხვერპლის შესახებ. ეს იყო უდიდესი ტკივილი, ტრაგედია და ასევე უდიდესი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ და ევროპაში დასაბრუნებლად", - განაცხადა სოზარ სუბარმა.