პეტერბურგში მეტროს სადგურ „Площадь восстания"-ზე, რომელიც სააგენტო „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, სადგურზე ნაპოვნი საეჭვო საგნის გამო დაკეტეს, ცრუ განგაში აღმოჩნდა.
ამ დროისთვის მეტროს სადგური მგზავრებისთვის უკვე გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სადგურ „Площадь восстания"-ს ბაქანზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის გამოც სადგური დაიკეტა.
პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.