logo_geo
eng_logo
ოსლოს მეტროში ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებული 17 წლის მოზარდი დააკავეს
- +

9 აპრილი. 2017. 21:01



„ასოშიეითიდ პრესის" ინფორმაციით, ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურმა 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც ოსლოს მეტროში ასაფეთქებლის ინციდენტთან არის დაკავშირებული. სააგენტო აღნიშნავს, რომ დაკავებული ნორვეგიაში რუსეთიდან ჩასული 17 წლის მოზარდია, რომელიც მშობლებთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვს.


9 აპრილს, ოსლოს პოლიციამ ერთ-ერთ მეტროს სადგურში, შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და გააუვნებელყო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner