„ასოშიეითიდ პრესის" ინფორმაციით, ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურმა 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც ოსლოს მეტროში ასაფეთქებლის ინციდენტთან არის დაკავშირებული. სააგენტო აღნიშნავს, რომ დაკავებული ნორვეგიაში რუსეთიდან ჩასული 17 წლის მოზარდია, რომელიც მშობლებთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვს.
9 აპრილს, ოსლოს პოლიციამ ერთ-ერთ მეტროს სადგურში, შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და გააუვნებელყო.