logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მამები კომუნისტების მხარეს იდგენენ და შვილები დამოუკიდებლობის...
- +

9 აპრილი. 2017. 22:13



„ადამიანებმა იგრძნეს საშიშროება, რომელიც მათ შვილებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ქვეყანას დაემუქრა და გამოვიდნენ ქუჩაში. 20 ათასი კაცი იდგა იმ მომენტისთვის, როდესაც სამხედრო ტექნიკა დაიძრა", - ამ სიტყვებით კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს.


„ყველა მშვენივრად ვხედავდით, რომ დარბევა დაიწყებოდა. დაახლოებით 150 000 კაცი იყო ქუჩაში გამოყვანილი, სამხედრო ძალა გადმოსროლილი იყო სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილო კავკასიიდან და ეს შეკრება რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა. წინა დღეებში სამხედრო კოლონები მოდიოდა თბილისისკენ. ვერავინ იფიქრებდა, რომ ბარბაროსობა ისეთ ხასიათს მიიღებდა, რა ხასიათიც მიიღო, რადგან გვეგონა, ადამიანებთან გვქონდა საქმე. არანაირი ქაოსი იქ არ ყოფილა. ყველამ ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა. მე რომ მივედი, 8 აპრილს ღამეს, 9 აპრილის გამთენიას დაახლოებით 400-500 კაცი იყო მთავრობის სასახლის წინ. რაც უფრო დაიწყო ტექნიკის, სამხედროების მობილიზება, პარლამენტის შენობისკენ დაიწყო ხალხის მოსვლა. ადამიანებმა იგრძნეს საშიშროება, რომელიც მათ შვილებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ქვეყანას დაემუქრა და გამოვიდნენ ქუჩაში. 20 ათასი კაცი იდგა იმ მომენტისთვის, როდესაც სამხედრო ტექნიკა დაიძრა. ოპერაცია ძალიან კარგად იყო დაგეგმილი. უბედურება იმ თაობის იყო იმაში, რომ ტრიბუნებთან იდგნენ, თუ გამოვაკლებთ ორ პერსონას მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას, პირტიტველა ბიჭები იდგნენ. ეს იყო გამოუცდელი ახალი თაობა. პრობლემა იყო საქართველოში ის, რომ მამები იდგნენ კომუნისტების მხარეს და შვილები დამოუკიდებლობის მხარეს..." - იხსენებს ხაინდრავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner