logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: 9 აპრილი საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების დღედ უნდა აღინიშნებოდეს...
- +

9 აპრილი. 2017. 22:23


 

„დღეს, 9 აპრილს, მერგო პატივი შევხვედროდი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილს!..", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში წერს.



„დიდი მადლობა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისათვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

 

იმედი მაქვს, მომდევნო წლიდან საქართველოს პარლამენტში დავამკვიდრებთ ამ ტრადიციას და უფროსი თაობის პოლიტიკოსებთან შეხვედრებს.

 

როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა ნემო ბურჭულაძემ აღნიშნა, 9 აპრილი არ უნდა იყოს მხოლოდ გლოვის დღე... 9 აპრილი საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების დღედ უნდა აღინიშნებოდეს, რომელიც სიცოცხლის ფასად იქნა მიღწეული...

 

თუმცა, ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ვიდრე არ დასრულდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია", - წერს ჯაში. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner