„რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
„ძალიან მიხარია „რესპების" წასვლა „ოცნებიდან". ვის მეტი, ვის ნაკლები, სისულელეები ხელისუფლებაში ყოფნისას ყველას გვიკეთებია. თუ ქვეყნისთვის არ გიღალატია, პოლიტიკაში ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება, თუ ამის შესაძლებლობას ამომრჩეველი მოგცემს. დაე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს.
პ.ს. და დღის მთავარი ნიუსი ზუსტად ეგაა და არა ამ ნიუსის გადასაფარად ნაჩალიჩარი „დამპლური თამაშები", - წერს გვარამია.