-
+
10 აპრილი. 2017. 00:07
მსახიობი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელის გივი ბერიკაშვილთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემი, ჩვენი გივი...
გვიან დაბრუნებულს შემატყობინეს ჩემი სყვარელი უფროსი მეგობრის, მამას მეგობრის, გივი ბერიკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების ამბავი და რომ უკვე კლინიკაში გადაუყვანიათ.
გივი-მეთქიი! ძაან უნდა იყოჩაღო რა, გთხოვ! ბავშვობიდან შენ თვალწინ გავიზარდე, ახალ წიგნში ერთი ჩანახატიც და ეს ფოტოც გავამზადე, მაისის ბოლოს მექნება ამ წიგნის წარდგინება და ხომ დამპირდი, შენთან ვიქნებიო? ჰოდა, ახლა, როგორც გინდა, ისე გახდი კარგად და შენებურ ყოჩაღად! ღმერთს ებარებოდე! მამას წასვლის მერე უფრო მეტად გეკვრი ხოლმე გულში და გთხოვ, გაუმაგრდე ყოველს. მე კი აუცილებლად ვილოცებ და მჯერა, მთელი საქართველო, ოღონდაც გაუმკლავდი. ჩემი განსაკუთრებული, გამორჩეული და შეუდარებელი გივი ხარ შენ!" - წერს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც მსახიობმა კახი კავსაძემ განაცხადა, მისი მდგომარეობა მძიმეა.