logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: უკეთესი იქნება, 9 აპრილთან დაკავშირებით ცნობილი სახეები ჩუმად იყვნენ...
- +

10 აპრილი. 2017. 01:15



„ამ აქციას გულგრილად ვერ ვიხსენებ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვეს ქალებმა, რომლებმაც საფრთხე იგრძნეს. პატიაშვილის სახლის წინ ქალების დიდი აქცია იყო. სამწუხაროდ, სექტანტიზმი საქართველოში ყოველთვის იყო, ამიტომ ეს იზმები ვერ მოვიშორეთ და იქ ვიღაცები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ... იმ აქციაზე ბევრად უარესი ძალები მიპირისპირდებოდნენ..." - ამ სიტყვებით კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს. როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, ყველაზე შემზარავი მისთვის დედების აქცია იყო, რომლებიც შვილებს იცავდნენ...


„ეს იყო შემზარავი მიტინგი ჩემთვის, როდესაც დედებმა იგრძნეს საფრთხე... გუშინ მესმოდა პირველ არხზე, რომ ეს ქალები კაცებმა მიატოვეს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ისტორია მითებით არის სავსე, ყველა თავის მითს ჰყვება და ცდილობს, საკუთარი თავი გამოაჩინოს... ცნობილი ადამიანები რაც უფრო ჩუმად იქნებიან 9 აპრილთან დაკავშირებით, მით უფრო უკეთესი იქნება... ე.წ. საზოგადოებრივ სახეებს სალაპარაკო ბევრი არაფერი არ აქვთ... ვინ იცის იმ ბიჭის სახელი და გვარი, ტანკს რომ ჯოხს ურტყამს? არც არავინ... ეს სასოწარკვეთით იყოო... არა, ეს ასე არ იყო, პირიქით, ამით აჩვენეს, რომ კაცი ტანკსაც კი არ შეუშინდება, როდესაც თავის შვილებზე და სამშობლოზე, თავისუფლებაზე ფიქრობს", - აღნიშნა ხაინდრავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner