„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ამომრჩეველთა 81,5%-მა სამხრეთ ოსეთისთვის „ალანიას რესპუბლიკის" დარქმევას მხარი დაუჭირა. ეგზიტპოლის მონაცემებით 77 სარჩევნო უბნიდან 23 უბანზე შედეგები ცნობილია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა დღეს ე.წ. პრეზიდენტს მეექვსედ ირჩევდა, თუმცა შედეგებით მეორე ტურია მოსალოდნელი.
გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ლეონიდ თიბილოვმა 45,8% მოაგროვა, მისმა კონკურენტმა, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა 36,9%, რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ალან გაგლოევს, რომელიც უშიშროების სამსახურის თანამშრომელია , წინასწარი მონაცემებით 16,8% აიღო.
ცნობისთვის, ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა: ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ე.წ არჩევნების პარალელურად აგრეთვე ჩატარდა რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის „ალანიას რესპუბლიკის" დარქმევის შესახებ.