logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: გონებრივად ჩამორჩენილს შეიძლება ეგონოს, რომ მე უკრაინაში ფულის საკეთებლად ჩამოვედი
- +

1 აპრილი. 2016. 11:08



მხოლოდ სრულიად დებილს და გონებრივად ჩამორჩენილს შეიძლება ეგონოს, რომ მე და ჩემი გუნდი აქ ფულის საკეთებლად ჩამოვედით", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „უკრაინა 112"-ში სტუმრობისას განაცხადა.




როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა. მე იქ არაფრით მივედი და არაფრით წამოვსულვარ და ძალიან მეამაყება ამის, რადგან ჩემუკან აშენებული ქვეყანა დავტოვე. ეს ყველაფერი ასე უბრალოდ  არ შენდება. მანამ, სანამ საქართველოს ავაშენებდი, პირველ რიგში, იგი მაფიოზურ კლანს გამოვგლიჯე ხელიდან, რომელიც კიევის მხარდაჭერას გრძნობდა. ძალიან მინდა, ოდესაც ავაშენო და ძალიან მაგარ ქალაქად ვაქციო.

ჩვენ კორუფციასთან ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, გავატარებთ ნამდვილ რეფორმებს. ეს ოდესის ბრძოლა არაა, ეს კიევის კლანებთან ბრძოლაა, ეს ის კლანებია, რომლებიც რეალურად მართავს ფულს. როგორც საყვარელიძემ თქვა, ჩვენ თავი შესანიშნავი შვიდეული" გვგონია, რომელიც ქალაქში შევიდა და ყველა მხრიდან ესვრიან, ეს ასეა და ჩვენც ყველა მხრიდან ვესვრით", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner