ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების" ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მომხრე იყო, რის გამოც მისი პარტიის სიებში ყოფნა ელექტორატის რაოდენობაზე დადებითად იმოქმედებს.
„მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პარტია „ქართული ოცნების" ამომრჩეველი განსაკუთრებით დადებითად არის განწყობილი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. ამიტომაც ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილის ამომრჩეველმა კოალიციას ხმა არ მისცეს.
ირაკლი ღარიბაშვილს თვლიდნენ საკმაოდ შეუმჩნეველ პოლიტიკოსად, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ასე არ აღმოჩნდა. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის იჭერდა კიდეც დომინანტის ფუნქციას კოალიციაში. როგორც კი ის აღარ არის პრემიერი, სწორედ ამის შემდეგ დადგა საკითხი პოლიტიკური პარტიების მადის შესახებ. ამ მხრივ დისონანსურიც გახდა კოალიცია ამომრჩევლებთან მიმართებაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი გამოხატავს კრიტიკას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ღარიბაშვილის ცალკე არსებობის გამო",- განაცხადა გამზარდიამ.