logo_geo
eng_logo
მედიკამენტური მკურნალობის ასანაზღაურებლად ახალი პროგრამა იქმნება
- +

10 აპრილი. 2017. 12:10



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვას განიხილეს.

მინისტრის განმარტებით, გაჩნდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ადამიანების გარკვეულ კონტინგენტს ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტებს მიაწვდის. ესენია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ენდოკრინოლოგიის ნაწილი და სასუნთქი სისტემის დაავადებები.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები 1 მარტიდან ამოქმედდა. ცვლილება პირველ ეტაპზე სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს შეეხო. პროგრამაში ჩასართველად ორი კრიტერიუმია საჭირო: დაწესებულებამ, პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, შესაბამისი დონე უნდა მოიპოვოს და წელიწადში, სულ მცირე, 500 მშობიარე უნდა ჰყავდეს.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, შერჩევითი კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner