logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ევროპა პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩაიდინა
- +

10 აპრილი. 2017. 12:11



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა ქალაქ იზმირში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპა გადარეულია 16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის გამო.


თქვენ ნახეთ, თუ რა მოხდა ევროპაში. რატომ არიან ასე გადარეულნი? რატომ გაგიჟდნენ? მათ ესმით, მმართველობის ახალ სისტემაზე გადასვლა რას მოუტანს თურქეთს. თურქეთი ვითარდება, იზრდება. მათ ეს აგიჟებთ.

ველოდები, რომ ევროპაში მცხოვრები თურქები რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებენ, ვინაიდან ევროპაში მცხოვრებ თურქებს ჩაგრავენ და ამცირებენ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


მისივე თქმით, 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი ევროპას პასუხს მოსთხოვს.


ევროპა პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩაიდინა. ჩვენ გადავხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს რეფერენდუმის შემდეგ. ასევე ჩვენი ხალხი მოსთხოვს ევროპას პასუხს. 16 აპრილის შემდეგ თურქეთში დემოკრატია გაძლიერდება", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner