logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: არა მგონია, რომ „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის რაიმე პრობლემა არსებობს
- +

19 თებერვალი. 2016. 10:34


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკელთა" მისამართით გოგი თოფაძის ბოლოდროინდელ გამონათქვამებს და ასევე თამაზ მეჭიაურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც  „გამოსავალი იქნება, თუკი არჩევნებში ყველა დამოუკიდებლად იყრის კენჭს".


მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც კოალიციურ რეჟიმში უნდა მოგვარდეს და გადაწყდეს არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.



არა მგონია, რომ არის რაიმე პრობლემა მრეწველებსა" და რესპუბლიკელებს" შორის. ეს ასე არ არის. არის საკითხები კოალიციურ რეჟიმში გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კოალიციურ რეჟიმში გადაწყდება და მოგვარდება, ისე, როგორც ეს დღემდე არაერთხელ მოგვარდა და გადაწყდა ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის თუ პირის სასარგებლოდ. ეს საკითხიც ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდება. ამ პროცესში ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები იქნებიან გამარჯვებული და არა რომელიმე პიროვნება ან პარტია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner