ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ჟურნალისტიკა" მე-2 გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
„ჟურნალისტიკა" - ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროექტია. წიგნის შექმნისა და გამოცემის იდეა თანამედროვე გლობალურ სივრცეში მედიის როლით, თანამედროვე სასწავლო მასალის ქართულ ენაზე არსებობის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.
წიგნი შექმნილია ცხრა უნივერსიტეტის13 პროფესორის, მათ შორის ფრანგი კოლეგის, ავტორობით.
წიგნში საუბარია ჟურნალისტიკისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მედია და საზოგადოება; სიტყვის თავისუფლების ასპექტები; ჟურნალისტიკა, როგორც სისტემა; საზოგადოებასთან ურთიერთობა და მედია; მედიასაშუალებები და გლობალიზაცია; მედიასაშუალებების ეკონომიკური მოდელები; ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია და სხვა.
პრეზენტაცია გაიმართება 11 აპრილს, თსუ I კორპუსში, (აუდიტორია 115), 18 საათზე.