8 აპრილს ქალაქ ფოთში გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ფოლკლორის ამაგდარისა და პოპულარიზატორის, საზოგადო მოღვაწის, მეგრული სიმღერის პატრიარქის, ძუკუ ლოლუას ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსთაველის რკალზე, ხელოვნების სკვერში, ძუკუ ლოლუას დაბადებიდან 140 წლისთავი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდი, ფოლკლორული ანსამბლი „ფაზისი", ლოტბარ იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით.