logo_geo
eng_logo
ილია მეორე: მე 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია...
- +

10 აპრილი. 2017. 12:56


 

„მე 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია - მე ვხედავდი საშიშროებას და ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესვლისკენ მოვუწოდე", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე განაცხა.


ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენა და დაღუპულები მოიხსენია.


„9 აპრილი არის მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულის დღეც არის. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო. მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ", - განაცხადა ილია მეორემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner