პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის გამოსვენების ცერემონია ხვალ, 11 აპრილს, გაიმართება. პროფესორს 14:00 საათზე მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოასვენებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
თენგიზ კიკაჩეიშვილის სახლის მისამართი: თბილისი; დოლიძის მე-17 კორპუსი; მე-2 სადარბაზო; პირველი სართული.
შეგახსენებთ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.