ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე მსახიობ გივი ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს უსამძიმრებს.
„ყველასთვის საყვარელმა გივი ბერიკაშვილმა დაგვტოვა.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული თეატრისთვის და კინოსთვის, საზოგადოებისთვის, საქართველოსთვის... მისი მხიარული, თბილი საუბარი, ღიმილი, სხარტი, მოსწრებული სიტყვა და ბრძნული დარიგება ყველას გვეხსომება და მოგვენატრება. დიდი ადამიანი და დიდი მსახიობი, დიდი ქართველი გივი ბერიკაშვილი მარადისობას შეუერთდა... ვუსამძიმრემ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მისი პიროვნების, მისი ტალანტის თაყვანისმცემლებს..." - წერს კახა კალაძე.