logo_geo
eng_logo
„სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება“
- +

10 აპრილი. 2017. 14:10



 

„სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.


„სიხარული, რომელსაც იუმორითა და ჰუმანიზმით გაჯერებული მისი თეატრალური თუ კინოროლები გვანიჭებდა არაერთ თაობას, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებათა რიგს ეკუთვნის.

 

ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითაც მისი შემოქმედება - ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის.

 

ქართველ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას", - აღნიშნავს პრეზიდენტი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner