logo_geo
eng_logo
„არ დაიჯერებ 2“ – გიორგი უძილაური ციხისძირში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს
- +

10 აპრილი. 2017. 14:21



 ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს სახელწოდებით - „არ დაიჯერებ 2 - (ციხისძირში პარკის მშენებლობა დაიწყო)".


ვიდეოში ასახულია ციხისძირის პარკში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი უნიკალური ჯიშის ხეების დარგვა - 20 ლილეოდენდრონი (ტიტის ხე), 10 სექვოია, 10 მეტასექვოია, 3 მარადმწვანე მუხა, 10 ჭაობის კვიპაროსის იშვიათი ჯიში (რომელიც ბევრი ევროპული პარკისთვისაც ფუფუნება), ჰიმალაისა და ატლასის კედრები, ფოტინიები. საერთო ჯამში ციხისძირის პარკში 150-ზე მეტი ხე დაირგვება.


 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner