logo_geo
eng_logo
„დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს
- +

10 აპრილი. 2017. 15:11



თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" „დელტაში" დაუდასტურეს.


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.


შესაბამის საკითხზე ამ ხნის განმავლობაში შესწავლა მიმდინარეობდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner