logo_geo
eng_logo
ამპუტანტ ფეხბურთელთა მეორე ეროვნული ჩემპიონატის გახსნა
- +

10 აპრილი. 2017. 15:12



8 აპრილს საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.


ჩემპიონატის გახსნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.


პირველი მატჩი გაიმართა გუნდებს შორის თბილისის „თბილისი" და ზუგდიდის „ოდიში".


ჩემპიონატის მატჩები 6 თვის განმავლობაში ჩატარდება და მასში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ჩემპიონატში მონაწილე გუნდების შემადგენლობებიდან 12 ფეხბურთელის შერჩევა, რომლებიც მიმდინარე წელს, თურქეთში ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

Description: Image may contain: 4 people, people playing sports and basketball court


Description: Image may contain: 3 people, basketball court


Description: Image may contain: one or more people, people playing sports and basketball court




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner