logo_geo
eng_logo
მანანა ვაზაგაშვილი: ნუ მიგვატოვებთ!
- +

1 აპრილი. 2016. 12:08



იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს: „გთხოვთ, ვისთვის მნიშვნელოვანია უბრალოდ სიმართლე, ნუ მიგვატოვებთ!"

 

 

როდესაც ყველაზე უფრო გჭირდება თანადგომა; როდესაც ამდენ ხახადაღებულ ბრბოსთან გიწევს ყოფნა; როდესაც ორი ვაჟკაცის მკვლელების ახლობლები ცალ-ცალკე შენს ტკივილს ფეხქვეშ თელავენ; როდესაც ენით აუწერელ ტკივილს გრძნობ; როდესაც მხოლოდ სამართლის აღსრულება გსურს, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი თუ სხვისი; როდესაც მხოლოდ დამნაშავის დასჯაა გამოსავალი; როდესაც გინდა, ღმერთამდე სახელმწიფომაც მოჰკითხოს პასუხი ზურასა და იურის მკვლელებს; როდესაც ფიზიკურადაც ვერ ახერხებ, შენი ახლობლების პროცესს დაესწრო; როდესაც, როგორც არასდროს ისე გჭირდება ანგარიშის გაწევა და გვერდში დგომა; როდესაც გეშინია, არ მოხდეს უარესი; როდესაც ცრემლები არ შეგშრობია; როდესაც მხოლოდ ერთს ფიქრობ - მიაწვდინო ხმა ხალხს, რომ არც ჩემს ძმასა და არც ზურიკოს უტიფრად არ უცხოვრია, ამ დროს თითოეულ გონიერ, ავისა და კარგის გამრჩევ კაცის სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენით ვცოცხლობთ, რომ სიმართლეს იტყვით, გაავრცელებთ, რომ ამით ოდნავ მაინც შვება ვიგრძნოთ ხროვაში მარტო დარჩენილებმა. მადლობა ყველას, ვისაც სჯერა, რომ მკვლელი თუ მკვლელობაში მონაწილე უნდა დაისაჯოს. მადლობა ნინო მიქიაშვილს, რომ ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის მიუხედავად, სიმართლე მაინც მიიტანა საზოგადოების ყურამდე. მადლობა იმისათვის, რომ არ შეშინებია და ყველაფერს აკეთებს, თავისი პროფესიული თუ მოქალეოქებრივი ვალის მოსახდელად...

 

 

ჩვენ თავს რაც ხდება, დიდი ხანია ცხადია ნორმალური, გონიერი საზოგადოებისათვის. მოგვიკლეს ორი ვაჟკაცი და პატიმრების ახლობლები აქეთ გვავიწროვებენ, თითქოს ჩვენზეა დამოკიდებული სასჯელის ზომა. ასე რომ იყოს, სხვისი სიცოცხლის ხელყოფისათვის უმაღლეს სასჯელს მივუსჯიდით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაზარებულ, გაუბედურებულ ჭირისუფლებს თავს ესხმიან, ათასნაირად სწამებენ ცილს, ასეთ დროს უმრავლესობას პატიმრების ახლობლები წარმოადგენენ. სიმართლე ჩვენს მხარეს რომ არ იყოს, ჩვენც მათთნაირები ვიქნებოდით, უმსგავსობას უმსგავსობით ვუპასუხებდით, თვალში ნაცარს გაყრიან და შენ დუმხარ. იმიტომ, იცი, რა შეუძლია ბოროტებას, იცი, თავისუფლება უნდა მისცე მათ, რადგან შენ მართალი ხარ! გთხოვთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უბრალოდ სიმართლე, ნუ მიგვატოვებთ, თორემ ამით სამართლიანობას დავასამარებთ!"- წერს მანანა ვაზაგაშვილი.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner