logo_geo
eng_logo
იაპონელები დედამიწის ქერქს ბოლომდე გაბურღავენ
- +

10 აპრილი. 2017. 15:38



იაპონიის საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცეტრმა (JAMSTEC) განაცხადა, რომ მსოფლიო ისტორიაში პირველად, დედამიწის ქერქის მანტიამდე გაბურღვას აპირებენ. მკვლევარები გეგმავენ გეოლოგიური საფარიდან ნიმუშების აღებას, რომლის პირდაპირი შესწავლა აქამდე შეუძლებელი იყო. ამის შესახებ გამოცემა Gizmodo წერს.


ამ მიზნისთვის, გეოლოგიური დაზვერვის საბურღ გემს Chikyū-ის გამოიყენებენ. მას ათიათასმეტრიანი საბურღი კოლონა აქვს, რომელიც ძალიან ღრმა ჭაბურღილის შექმნის საშუალებას მისცემს. ჩანაფიქრის მიხედვით, ბურღმა უნდა გადალოხოს 4 კილომეტრი ზედაპირი ოკეანის ფსკერამდე და შემდეგ 6-კილომეტრიანი მიწის ქერქი.


პროექტის დაწყებამდე, მეცნიერებს სურთ საბურღი ტერიტორიის შერჩევა. ერთ-ერთი მათგანი ჩრდილო-აღმოსავლეთით ჰავაის კუნძულებია. სექტემბერში გეოლოგები, სეისმური ტალღების დახმარებით, იქაურ ქერქის სტრუქტურას შეისწავლიან. ექსპერტების შეფასებით, საბურღი ოპერაციის დაწყების ყველაზე გვიანი თარიღი, 2030 წელია.


მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მანტიის შესწავლით, უფრო სრულყოფილი გახდება მიწისძვრის პროგნოზირების სისტემა. გარდა ამისა, გეოლოგები უკეთესად დაადგენენ მოხოროვიჩის ზედაპირის თვისებებს, რომელიც დედამიწის ქერქსა და მანტიას შორის მდებარეობს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner