logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გივი ბერიკაშვილი გააგრძელებს ცხოვრებას მის მიერ განსახიერებულ დაუვიწყარ პერსონაჟებში
- +

10 აპრილი. 2017. 15:40



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


ის ემოცია, რასაც გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული კინოროლები თუ თეატრში განსახიერებული პერსონაჟები გვგვრიდნენ, ყველა თაობისთვის დაუვიწყარია. გივი ბერიკაშვილი გააგრძელებს ცხოვრებას მის მიერ განსახიერებულ დაუვიწყარ პერსონაჟებში. ის ამაგი, რომელიც მან გასწია ქართული კინოს და თეატრის განვითარებაში - მუდამ დარჩება მისი ერთგული მაყურებლის მეხსიერებაში. ბატონი გივი დააკლდება არა მხოლოდ მის ოჯახს და ახლობლებს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და სცენა. ვიზიარებ მისი ოჯახის, ახლობლებისა და მაყურებლის მწუხარებას", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის განცხადებაში.,




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner