ისრაელის ხელისუფლებამ ეგვიპტესთან ტაბას სასაზღვრო გადასასვლელი დაკეტა სინაის ნახევარკუნძულზე ტერორიზმის საფრთხის გაზრდის გამო. სასაზღვრო შეზღუდვები მხოლოდ ისრაელის მოქალაქეებს ეხება.
აღნიშნული სასაზღვრო პუნქტის გავლით ისრაელის მოქალაქეებს მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება შეეძლებათ. ქვეყნიდან გასვლა კი აღდგომის დღესასწაულების დასრულებამდე იქნება აკრძალული.
ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა გუშინ დამატებითი გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა სინაის ნახევარკუნძულზე მყოფი ებრაელებისთვს და მათ სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდა. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც სადღესასწაულო დღეების სინაის ნახევარკუნძულზე გატარებას აპირებენ, გეგმების შეცვლისკენ მოუწოდეს.