logo_geo
eng_logo
მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო
- +

10 აპრილი. 2017. 16:14


 

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ახალგორის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო.


მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის საჯარო სკოლის იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი წარჩინებული მოსწავლეები მცხეთის რაიონის პროკურორებთან და პედაგოგებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „12 განრისხებული მამაკაცი" დაესწრნენ.


წარმოდგენის დასასრულს, მოსწავლეებმა და პროკურორებმა სპექტაკლის შესახებ ისაუბრეს და ვინაიდან წარმოდგენა ნაფიც მსაჯულებს შეეხებოდა, პროკურორებმა მოსწავლეებს საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.


ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია  მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა, დანაშაულის პრევენცია და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner