logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ხელისუფლება მხოლოდ უფლებას არ ნიშნავს, ხელისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობაა
- +

10 აპრილი. 2017. 16:24


 

„ძალიან ვბრაზობ ასეთ ნიუსებზე. სახელმწიფოს უსუსურობის შეგრძნებაა... და პოლიტიკოსების უთაობის", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„მოსაზღვრე მთის მოსახლეობას ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ, ჩვენ კი არ გვცალია. რესტორნებს ხომ არ გავაცდენთ! გულისამრევი გულგრილობაა და წინაპრების შეურაცხყოფა. მერე, როცა რუსები ჩამოცოცოდებიან, მერე დაიწყებთ წირპლიანობას და ერთმანეთზე გადაბრალებას. ხო, თქვენ! საკანონმდებლო და აღმასრულებელო ხელისუფლებებო! თქვენ დღეს ხართ და ხვალ სახლში წახვალთ, ხევსურეთის და თუშეთის სოფლები კი თუ დაიცალა, მათ წაგვართმევს რუსეთი და იმ სოფლების სახლში დაბრუნება ძალიან გაძნელდება. მოკლედ, ხელისუფლება მხოლოდ უფლებას არ ნიშნავს, ხელისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობასაც თავი დავანებოთ, ქართველები ხომ ხართ?" - წერს უძილაური.


აღნიშნული პოსტით გიორგი უძილაური არდოტელი მესაზღვრის ამბავს გამოეხმაურა:


http://mtisambebi.ge/news/people/item/426-ardots-bolo-mzxovrebi,-niko-ardoteliz-tovebs






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner