logo_geo
eng_logo
„შიმშილობა, რომელსაც ღვთიური მადლმოსილება არ ახლავს -თვითმკვლელობისკენ მიმავალი გზაა“
- +

10 აპრილი. 2017. 17:48


 

„ამ დრომდე ის ხელს აფარებს სხვა პირებს და არ ამბობს სიმართლეს", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ  „ციანიდის საქმეზე" გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.

 

„გიორგი მამალაძის შიმშილობასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებამ  იცოდეს, რომ შიმშილობა, რომელსაც ღვთიური მადლმოსილება არ ახლავს, ეს არის თვითმკვლელობისკენ მიმავალი გზა. მოძღვარმა, რომელიც ხელს აწერს შიმშილობის ოქმს, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ეს ქრისტიანულად, რას ნიშნავს ეს იმ ეკლესიისთვის, რომელსაც ის წესით უნდა ემსახურებოდეს. არ მესმის, რას აპროტესტებს მამალაძე? გამოქვეყნებულ  ჩანაწერებში ის თავად ადასტურებს, რომ დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით, უბრალოდ, შემდეგ ინტერპრეტაციას აკეთებს, რომ მარილზე გასვლაში ხუმრობდა და მკვლელობა არ მინდოდაო. ამ დრომდე ის ხელს აფარებს სხვა პირებს და არ ამბობს სიმართლეს", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner