თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს სახალხო არტისტის, არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი მსახიობის, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პიროვნების, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. ის ყოველთვის გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ბატონი გივის ოჯახს; სრულიად საქართველოსთან ერთად პატივს მივაგებთ მის ნათელ ხსოვნას", - ნათქვამია გიორგი ალიბეგაშვილის სამძიმრის წერილში.
გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.