logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: მალე გაირკვევა, ვინ და რა მიზნით მემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით
- +

10 აპრილი. 2017. 18:52


 

 

„სწორედ მათმა აქტიურობამ და უსაფუძვლო განცხადებებმა წაახალისა ჩემს მიმართ ასეთი მუქარები", - განაცხადა „ციანიდის საქმის" მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.


„ბოლო დღეებში ჩემს მიმართ გააქტიურდა ზეწოლები. არის საზოგადოების ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ჩემზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. იყო მუქარის ფაქტი. ეს სატელეფონო ზარის მეშვეობით მოხდა. პირდაპირ სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო, რის გამოც მივმართე პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. ჩემი აზრით, იდენტიფიცირებულია ზარის ავტორი და ალბათ, მალე გაირკვევა, ვინ და რა მიზნით მემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. ყველას ვურჩევ, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან. როდესაც ასეთი რეზონანსული საქმის მთავარ მოწმეზე ხორციელდება სერიოზული მუქარა და ზეწოლა, ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი დაკავშირებულია მამა გიორგისთან და მის გარემოცვასთან. თუმცა, უფრო დეტალურად, ალბათ პროკურატურა ისაუბრებს მოგვიანებით. მე ამას ვუკავშირებ იმ სრულიად არაადეკვატურ სამოქალაქო მხარდაჭერას, რაც ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე მიიღო გიორგი მამალაძემ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ეს ადამიანები ლამის საერთაშორისო მხარდაჭერას ელოდებოდნენ. ისინი, მათ შორის ქალბატონი ეკა გიგაური და სხვები, დღეს უკვე თავს იკავებენ კომენტარებისგან და არსად ჩანან, მაგრამ მათმა აქტიურობამ და უსაფუძვლო განცხადებებმა წაახალისა ჩემს მიმართ ასეთი მუქარები", - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner