„დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავის მოძღვართან შეხვედრის ინიციატივა არ გამოუჩენია", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ „ციანიდის საქმეზე" გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.
„ის, რომ სასულიერო პირები მამა გიორგი მონახულებისგან თავის იკავებენ - ტყუილია. სასულიერო პირებმა, მათ შორის ეპისკოპოსებმა, ის არაერთხელ მოინახულეს. მეუფე პეტრე იმყოფებოდა ისევე, როგორც მეუფე ანდრია გვაზავა, ასევე იმყოფებოდნე სხვა სასულიერო პირებიც, თუნდაც მამა გიორგი თევდორაშვილი. მამა გიორგი მამალაძესთან გასაუბრება მოხდა. თუ მას რელიგიური კუთხით სურს შეხვედრა, უნდა მოეთხოვა თავისი სულიერი მოძღვარი. ამ შემთხვევაში, ეს არის მეუფე დიმიტრი. როგორც ვიცი, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიტროპოლიტ დიმიტრისთან შეხვედრის ინიციატივა არ გამოუჩენია. მე მეუფე დიმიტრის პოზიცია არ ვიცი ამ საკითხზე, თუმცა დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არის გიორგი მამალაძის მოძღვარი და უფლებამოსილი პირი, ჩაიბაროს აღსარება ან აზიაროს", - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.