logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: ვისაც ემოციური რეიტინგი ჰქონდა, არჩევნების შედეგი არ დაუდია მაღალი
- +

10 აპრილი. 2017. 19:57


 

„ჩვენ რომ კითხვა დაგვესვა: როგორ მიგაჩნიათ, ყველაზე მეტად ვინ შეძლებს ქვეყნის მართვას, სულ სხვა სურათი იქნებოდა", - განაცხადა  საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის" დამფუძნებელმა ზურაბ ბიგვავამ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.

 

„ეს კეთილგანწყობის რეიტინგია, შესაბამისად, გამოკითხულთა ემოციური დამოკიდებულება. აქ არ არის საქმიანი თვისებების ან მისი ლიდერობის შეფასების ხარისხი - ეს სხვა ნიუანსებია. ჩვენ რომ კითხვა დაგვესვა: როგორ მიგაჩნიათ, ყველაზე მეტად ვინ შეძლებს ქვეყნის მართვას, სულ სხვა სურათი იქნებოდა და წინა პლანზე სხვა ფიგურები წამოიწევდნენ. მაგალითად, პაატა ბურჭულაძესაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა 2016 წელს, ემოციური თვალსაზრისით ეს გასაგებია, მაგრამ როგორც კი ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება, ბარიერიც კი ვერ გადალახა. იგივე სიტუაციაა პრეზიდენტის რეიტინგთან დაკავშირებითაც, ემოციური თვალსაზრისით აქ გასაკვირი არაფერია. კითხვა რომ ყოფილიყო ასეთი მაგალითად: მარგველაშვილი, როგორც სახელმწიფოს მმართველი, შეიძლება თუ არა ეფექტური იყოს, მისი რეიტინგი დავარდებოდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი  არ ექნებოდა და შეიძლება მესამე ან მეოთხე ყოფილიყო. როგორც წესი, ემოციური რეიტინგით არჩევნების პროგნოზი არ ხდება. ვისაც ემოციური რეიტინგი ჰქონდა, არჩევნების შედეგი არ დაუდია მაღალი" ,- განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner