მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ თემა თითქოს, ლგბტ თემის წარმომადგენლებს საქართველოში ვინმე ჩაგრავს, თითიდან გამოწოვილი ტყუილია.
„ხელისუფლება უბიძგებს, რომ ასეთ ჯგუფების მიმართ ჰქონდეთ აგრესიული დამოკიდებულებაო, ეს არის არასწორი. გავიხსენოთ ის აქცია, როდესაც პირადად პრემიერ-მინსიტრი იდგა ხმალამოღებული იმისთვის, რომ დაეცვა ასეთი ადამიანები", - განაცხადა ხაჩიძემ.